ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებში საკადრო ცვლილებებია

თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
უკვე ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.
ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა.
ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.