ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ლონდონში კასპიის ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ლონდონში კასპიის ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
ირაკლი ბერაიამ და ირაკლი ჩიქოვანმა კასპიის ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც 21 ნოემბერს, ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის თემატიკას წარმოადგენდა ისეთი საკითხები როგორებიცაა: სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში; ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები, შესაძლო რეგიონული პასუხები და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები; მდგრად, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ენერგიაზე გადასვლის გზები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მზარდ როლზე, ენერგოდერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მზარდ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.