თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს

თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს
“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ისინი უკვე აღარ მალავენ, რომ ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა სურთ. მისი თქმით, უცხოური ძალები ღიად არიან ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან, აფინანსებენ რევოლუციის და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის შესახებ ტრენინგებს. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე “გლობალური ომის პარტია” ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების დღისთვის და განსაკუთრებით მეორე დღისთვის. ჩვენ ვნახავთ, რომ იმ დაანონსებულ აქციებში ეს ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში.
უკვე აღარ მალავს თავად უცხოური აგენტურაც კი, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. ამას არ მალავენ, აფინანსებენ, ტრენინგებს ატარებინებენ, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები. ერთ-ერთია მათ შორის, 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც, რომელიც სწორედ ამას მოასწავებს და ამის მერე რაც ექნებათ, ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისათვის, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის გააქტიურებას ელოდება, 8 ოპოზიციურმა პარტიამ კი პარალელურად აქცია დააანონსა.
Next: რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება