ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა“ – ნათია მეზვრიშვილი

,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი თადუმაძის გომელაურის მოადგილედ დანიშვნას ეხმაურება:
,,თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა. ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ დარჩა გარშემო. თუმცა, ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ თადუმაძე დაიჭერს სისტემას – ძალოვანი სისტემები დასანახად ვერ იტანენ „უცხო სხეულს“ (მისი ფართო გაგებით). ამის ნათელი დასტური იყო კბილაშვილი და თადუმაძე გენპროკურატურაში და ამის კიდევ უფრო ნათელი დასტური იქნება, თადუმაძე შსს-ში განწირულია ბიძინას ეს ფაციფუცი.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.