“ზუსტად ასეთივე ბრალდებით გიპირებდნენ ციხეში ჩასმას” – სააკაშვილი ხაზარაძეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი, თინა ბოკუჩავას წერილს აზიარებს და წერს:
მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში.
მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.
ვეთანხმები თიკას რომ ძალა ერთობაშია!
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავამ დაწერა:
დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება – კი პრივილეგიად, მაშინ როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არა ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი. ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა დღეს, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ვისაც ივანიშვილმა არჩევანი მოპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ. #თავისუფლებამიშას

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…