ზურიკოს დუბლი - რამდენი უნდა გაიტანოს ქართველმა, რომ მისმა გუნდმა არ წააგოს? [VIDEO]
![ზურიკოს დუბლი - რამდენი უნდა გაიტანოს ქართველმა, რომ მისმა გუნდმა არ წააგოს? [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/33ae149cd09f6b5d1023f645b1083e83-0RQeCo.jpeg)
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ანჟესთან“ 2:4 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტში აბდელიმ დააწინაურა. შემდეგ სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, დავითაშვილმა ვერ გაიტანა, მაგრამ მეკარე ფოფანამ დარტყმამდე დატოვა ხაზი, მსაჯმა ხელახლა შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და ზურიკომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ახოლუმ „ანჟე“ ისევ წინ გაიყვანა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. 57-ე წუთზე ქართველმა დუბლი შეასრულა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.
„სენტ-ეტიენი“ 7 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 3 ნოემბერს „სტრასბურგს“ უმასპინძლებს.
ანჟე - სენტ-ეტიენი 4:2
გოლები: 1:0 აბდელი (7), 1:1 დავითაშვილი (16, პენ), 2:1 ახოლუ (39), 57 დავითაშვილი (57), 3:2 ნიანე (69), 4:2 დიენგი (90+3)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.