ზურა ჯაფარიძე: საჭიროა წნეხი, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “ოპოზიციური ალიანსის” 6 ძირითად მოთხოვნაზე ისაუბრა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად არის მნიშვნელოვანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საჭიროა “ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და წნეხი, რომ რეჟიმი დათმობებზე წამოვიდეს” და შედარებით თავისუფალი და სამართლიანი ჩაატაროს.

ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რეჟიმმა ზუსტად იცის, რომ რეალურად თავისუფალ გარემოში მოგების რამე პატარა შანსიც კი არ აქვს.

წნეხმა, მხოლოდ და მხოლოდ წნეხი [შეასრულებინებს ამ მოთხოვნებს]. ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში, ერთადერთი ეს არის. საჭიროა წნეხის განხორციელება, რომ იძულებული გახდნენ, რომ ეს პირობები შეასრულონ. წნეხი არის განსახორციელებელი, საუბარი იმაზე კი არა, რომ ნებისმიერ რაღაცაში თავით გადავეშვები და გადავხტები რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, არა, საუბარი არის იმაზე, რომ გვჭირდება საქართველოს მოქალაქეების მობილიზაცია და ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და წნეხის განხორციელება რეჟიმზე, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, ეს პირობები შეასრულოს და ამ ქვეყანაში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი . მაინც არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც შემდეგ რეჟიმი დამარცხდება იმიტომ, რომ რეალურად ეს რეჟიმი არის უკიდურეს უმცირესობაში. მაგის გამო, რომ უმცირესობაშია, ზუსტად იციან, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე დამარცხდებიან, მაგის გამოა, რომ 2 ყველაზე მსხვილი კოალიციის 2-2 ლიდერი ციხეში, იქით სააკაშვილი და ხაბე [ხაბეიშვილი] ზიან, აქეთ და ელენე ხოშტარია, 2 სხვა კოალიციის, თუ მსხვილი პარტიის, 2024-ს ვიძახი, ლიდერი კი დევნილობაშია, ორივე პოლიტიკური დევნილია – გახარია და მამუკაც, რეალობა არის ეს. მაგის გამოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნილი აქვთ საქმე, სადაც ამ კონკრეტულად ჩვენ აკრძალვას აპირებენ, თორემ აბა ან აკრძალვა რაში სჭირდება, რეალურად თავისუფალ გარემოში მოგების რამე პატარა შანსიც კი რომ არსებობდეს, მაგრამ არ არსებობს,” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.