ზურა ჯაფარიძე: კარგი დღე გამოვიდა, ბევრი ისეთი გნახეთ, ვინც დიდი ხანია არ მინახიხართ

ოალიცია “ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში დღევანდელ საპროტესტო აქციას აჯამებს და ყველა მათგანს მადლობას, უხდის, ვინც მარშში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ბევრი ისეთი ადამიანი ნახა რუსთაველზე, ვინც დიდი ხანია არც რუსთაველზე უნახავს და არც შაბათის მარშზე.

კარგი დღე გამოვიდა. ბევრნი ვიყავით. ბევრი ისეთი გნახეთ, ვინც დიდი ხანია არ მინახიხართ არც საღამოს რუსთველზე, არც შაბათის მარშზე.

ყველა ვიდეო ვნახე, ყველა ფოტო დავალაიქე, ყველა აღტაცების სტატუსი მოვიწონე. მადლობა ყველას.

თუმცა გაცილებით მეტნი უნდა ვიყოთ, რომ ეს მრავალწლიანი მარაზმი დავამთავროთ. აუცილებლად დადგება ეგ მომენტიც, როცა საკმარისი რაოდენობის ვიქნებით, აუცილებლად და ეს იმათაც იციან,- წერს ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს