ზურა ჯაფარიძე – გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული – სამართლებრივი გზებით პრობლემის მოგვარება არ არსებობს

შედეგები დამოკიდებულია ხალხზე, თუ რამდენად გამოვლენ გარეთ. ამ ქვეყანაში სამართლებრივი გზებით ამ პრობლემის მოგვარება არ არსებობს. არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუციები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ, – ამის შესახებ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული.
“ეს აქცია ცესკოს საბოლოო შედეგის გამოცხადებას ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ, რასაც ეს ხალხი დღეს გააკეთებს, ჩვეულებრივად სისხლის სამართლის დანაშაულია. პროტესტი მნიშვნელოვანია, პროტესტი გაგრძელდება. ოქმი, რომელსაც დღეს გამოაცხადებენ გასაჩივრდება, ხოლო როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, მაშინ უნდა მოხდეს კულმინაცია.
ყველამ უნდა გაიაზროს თუ ქვეყანა რა გზაგასაყარზეა. გამარჯვება დამოკიდებულია ხალხზე”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!