ზურა ხაჩიძე: თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების ღირსეული ბიჭები!


"პირველების" ინფორმაციით, ამ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე მოლაპარაკებებს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ყველა ფეხბურთელთან აწარმოებდა, თუმცა 23-დან მხოლოდ 4-ის დათანხმება შეძლეს.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს "ოცნების" კლიპში მონაწილეოაბას ფედერაციის მაღალჩინოსნების სთხოვდნენ, თუმცა იმ სპორტსმენებისგანაც კი, ვისი მხარდაჭრის იმედიც "ოცნებას" ჰქონდა, პასუხად უარი მიიღეს. როცა ნაკრების ფეხბურთელებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მმართველი გუნდი ამბობდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, სწორედ ეს პასუხი მიიღეს ახლა ფეხბურთელებისგან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.