ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურა ყიფშიძე: ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა?

“ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! “- ამის შესახებ ზურა ყიფშიძემ ჟურნალ “გზას” განუცხადა.

მისივე თქმით, არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად.

“აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად.

მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში. ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე…

ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა?

ძალიან მეშინია, სამოქალაქო ომი არ მოხდეს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან” – აღნიშნა ყიფშიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.