პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურა ვარდიაშვილი: მაინც, რაღაცნაირად, ძალიან, ძალიან სიმპტომატური იყო – ძალიან ზუსტი, ჩვენი დღევანდელობის შესაგრძნობად

ზურა ვარდიაშვილი: მაინც, რაღაცნაირად, ძალიან, ძალიან სიმპტომატური იყო – ძალიან ზუსტი, ჩვენი დღევანდელობის შესაგრძნობად
"ზვიად რატიანს გუშინ მოსამართლე ვიღაც რაღაციშვილმა ჰკითხა - ქართულს თუ ფლობ სათანადოდო.
ვინც პროცესებს ხშირად არ ესწრება – ეს შაბლონური კითხვაა, ყველა ბრალდებულს უსვამენ. მაგრამ მაინც, რაღაცნაირად, ძალიან, ძალიან სიმპტომატური იყო – ძალიან ზუსტი, ჩვენი დღევანდელობის შესაგრძნობად.
თუმცა მთავარი ირონია მაინც ისაა, თუკი ვინმეს, ხელისუფლად წოდებულთაგან, მიაჩნია, რომ ზვიადს გაასამართლებს და შესაძლოა ვერც კი ხვდება, რომ თავად ზის განსასჯელის სკამზე და ვერსად გაექცევა განაჩენს, ხის ჩაქუჩის გარეშე დამტკიცებულს, რომელსაც თავად გამოუტანს ზვიად რატიანი, საქართველოსთვის ჯვარცმული დიდი პოეტი," - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.