ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს – დეტალები

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს – დეტალები

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ საქმის განხილვა ხვალისთვის არ გადადო.
დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ პროცესზე, მათ შორის ითხოვეს ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვა, ასევე შუამდგომლობა დააყენეს პოლიციის მაღალჩინოსნების – ვაჟა სირაძის და სერგი ბზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებითაც.
წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ზურაბ ჯაფარიძის ერთ–ერთი ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ სხდომა დატოვეს ადვოკატებმა ზურაბ ჯაფარიძესთან შეთანხმებით, გამომდინარე იქედან, რომ ადვოკატებს არ ეძლევათ მისი დაცვის ადეკვატური შესაძლობლობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.