ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე - „MEGOBARI აქტი“ თუ დამტკიცდა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავის პირველ პოზიციას დააფიქსირებს

ზურაბ ჯაფარიძე - „MEGOBARI აქტი“ თუ დამტკიცდა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავის პირველ პოზიციას დააფიქსირებს

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში დაინახონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის "MEGOBARI აქტი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, "MEGOBARI აქტის" მიღების შემდეგ, მას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი, რაც ახალი ადმინისტრაციის მიერ, პირველი მკაფიო პოზიცია იქნება.
„საბოლოო ჯამში, კარგი აქცია გამოვიდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში დაინახონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის "MEGOBARI აქტი". ეს აქტი თუ დამტკიცდა, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწერის ხელი და პირველი შემთხვევა იქნება, როცა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს თავის პირველ პოზიციას. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ აქციის ჩატარება", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.