ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე – 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 08:00 საათზე მაისურით გამომაგდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 08:00 საათზე მაისურით გამომაგდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.
„რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომაგდეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი, იმის მობილურით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. უცნაური განცდა მაქვს ახლა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.