ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე - რაღაც ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა

ზურაბ ჯაფარიძე - რაღაც ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა

რაღაც ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა, - ასე აფასებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე “ქართული ოცნების” მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხელ ყაველაშვილის ინაუგურაციას.
აღნიშნული კომენტარი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ხვალ რომ რაღაც მასკარადს აწყობენ, ვითომ რაღა ინაუგურაციას რომ ეძახიან და ვითომ პრეზიდენტი რომ უნდა აირჩიონ, მაგ ნაწილში რაღაც ახალი რეალობა იქნება, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა. მასთან მიმართებაში დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს და ა.შ. - მაგაზე მუშაობა შეიძლება ჩვენ ევროპელ და არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.