არქივი23 დეკემბერი, 2024, 16:57
ზურაბ ჯაფარიძე: ესენი არიან ცეხავიკები და არა ბიზნესმენები ბიზნესი დგას დღეს რუსთაველზე

"ფულის კეთების ყველა გზა ბიზნესი არაა
ასევე, ყველა ვინც ფულს აკეთებს ბიზნესმენი არაა
ამ ხალხის უმეტესობა, ვინც დღეს ბიძინას ზებრასან მივიდა შეხვედრაზე, თუ მათ:
1. არ მისცემ სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერს, და/ან
2. არ მისცემ ლიცენზიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რაიმე რესურსის გამოყენებაზე, და/ან
3. არ მისცემ ჩვენს მიერ დასუბსიდირებულ იაფ სესხს, და/ან
4. არ მისცემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რაიმე ქონებას 1 ლარად, და/ან
5. არ შეუქმნი სასათბურე პირობებს და არ ჩამოაცილებ კონკურენტებს
მყისიერად გაქრება როგორც ‘ბიზნესმენი’
გაქრება მათი ‘ბიზნესებიც’
ესენი არიან ცეხავიკები და არა ბიზნესმენები
ბიზნესი დგას დღეს რუსთაველზე, ხმამაღლა აფიქსირებს ანტირუსულ პოზიციას და ეხმარება დალეწილ და დაჩაგრულ ხალხს
ეგაა ბიზნესი", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.