ზურაბ ჯაფარიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიდის ქოცების დელეგაცია… აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიდის ქოცების დელეგაცია… აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე “ინსტაგრამის” საკუთარ არხზე წერს.

“27-31 იანვარი, სტრასბურგში არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიდის ქოცების დელეგაცია, სავარაუდოდ წულუკიანის ხელმძღვანელობით. ეკა სეფაშვილი მიჰყავთ “ხალხის ხალიდან” როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს მასალები [აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები] მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე (შეთანხმებული გვაქვს უკვე). პლუს, ALDE-ს (წევრები ვართ) ბიუროს და შემდეგ ფრაქციის სხდომაზე გვექნება დრო რომ მოკლე პრეზენტაცია/გამოსვლა გავაკეთოთ მიმდინარე პროტესტზე (უკვე გაწერილია დღის წესრიგში)”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს