ზურაბ ჯაფარიძე - დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან - გომელაური პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო
დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი ორ ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა და პატრული მხოლოდ მას შემდეგ გამოცხდდა ადგილზე, რაც ისინი წასულები იყვნენ.
ამასთან, ის ეხმაურება შს მინისტრის განცხადებასაც.
„2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერას პირბადეების გარეშე, ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას). მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ, ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო“, - წერს ის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.