ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ, მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ

ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ, მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ

ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, - ამის შესახებ  "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დრო უნდა მიეცეს გიორგი ვაშაძეს ადაპტაციისთვის.

“ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა  გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ, მაინც მე მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ -  ოჯახთან გაატაროს დრო და ადაპტაციაც გაიაროს.

მართალია, ახლა კი საუბრობს და კომენტარებს იძლევა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა განცდა არის ეს ყველაფერი. რომ გამოდიხარ, ცოტა უცნაური განცდა არის მაინც, ეიფორიისმაგვარ რაღაცაშია და ცოტა დრო სჭირდება, რომ დალაგდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ერთობის მომხრეა და პროცესებში მონაწილეობას აპირებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.