ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე გაყალბებაზე: 643 000 ემიგრანტიდან 546 000 ხმის მისაცემად არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად ...

ზურაბ ჯაფარიძე გაყალბებაზე: 643 000 ემიგრანტიდან 546 000 ხმის მისაცემად არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად ...

26 ოქტომბრის მდგომარეობით, ხმის მისაცემად დარეგისტრირდა (აქ უბრალოდ რიცხვები დავითვალეთ) 95, დაახლოებით 96 ათასი ემიგრანტი. [...]

ცესკოს ამომრჩეველთა სია მოიცავს 3 495 789 პირს, მაშინ, როცა საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ირიცხებოდა ხმის მიცემის ასაკის 2 852 881 მოქალაქე . შესაბამისად, ხმის მიცემის უფლების მქონე ქართველი ემიგრანტების რეალური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 643 ათას ადამიანს. [...]

ეს ნიშნავს, რომ 546 998 ქართველი ემიგრანტი ხმის მისაცემად არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ამ პირების პირადი ნომრები გაყალბების ზემოთ აღწერილი მეთოდებით გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იყო არჩევნების დღეს.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "არჩევნების მასშტაბური და სისტემური გაყალბების დეტალური ანალიზის" წარდგენისას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.