ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირველი პოლიტიკოსია, რომლის მიმართაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენი დადგა.
დღეს გაიმართება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესიც, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა. ხვალ გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებაა მოსალოდნელი.
სასამართლო ასევე განიხილავს ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გივი თარგამაძის საქმეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!