არქივი12 ივლისი, 2025, 14:39
ზურაბ ჯაფარიძეს დედა გარდაეცვალა

კოალიცია “ცვლილებისთვის” დაპატიმრებული ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, გია ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფრომაციით, ის ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა.
რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ბოლო წერილში ზურა ჯაფარიძე დედაზე წერდა.
“… დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს”, – წერს ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძეს, სამი კვირის წინ, 23 ივლისს, წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ზურა ჯაფარიძე მეოთხე სინდისის პატიმარია, ვისაც მშობელი ციხეში ყოფნსი დროს დაეღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.