ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი მეგობრებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, „ქართული ოცნებით“ ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აშშ-სგან ქართველ ხალხს მკაფიო განაცხადი აქვს, რომ „ქართული ოცნების” რეჟიმით ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ.
„ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, “ქართული ოცნებით” ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში, რაც გველოდება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.