ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას ნიშნავს საქართველოსა და დასავლეთს შორის – ასეთ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-ში არავინ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ს ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის.
„ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა. „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირსა და ნატო-ში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა Reuter-ის სტატიასთან დაკავშირებით.