არქივი22 აპრილი, 2025, 13:43
ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

91 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი.
„დიახ, ეს დღეს მოხდა, ღამით, ორის ნახევარზე,“ - უთხრა ინტერფაქსს მხატვრის თანაშემწემ სერგი შაგულაშვილმა.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სპეციალობით „მხატვარ-მონუმენტალისტი“
მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, „თავისუფლების მონუმენტი“ - წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართეს თავისუფლების მოედანზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.