ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჩხაიძის ცნობით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ზურაბ ჩხაიძის ცნობით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია ფორმულას ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.
ქათამაძე 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
ის მკურნალობას კლინიკა ვივამედში აგრძელებს.
"მას ჩაუტარდა მაშინვე ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. ლაბორატორიული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- უთხრა ჩხაიძემ ფორმულას.
მისი კლინიკაში გადაყვანის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.