ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი „ვივამედში“ 11 ივლისს შეიყვანეს - მისი ინფორმაციით, ბაჩიაშვილს სხეულზე, მათ შორის თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი „ვივამედში“ 11 ივლისს შეიყვანეს - მისი ინფორმაციით, ბაჩიაშვილს სხეულზე, მათ შორის თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა

“ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი 11 ივლისს კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა.
ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის თავის არეში.
როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილს გაეწია შესაბამისი დახმარება.
„სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ გაისინჯა და მათივე რეკომენდაციით გაეწერა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.