ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჩხაიძე: როგორც ადამიანი პირველ რიგში და შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც კოლეგა, თანადგომას ვუცხადებ

ზურაბ ჩხაიძე: როგორც ადამიანი პირველ რიგში და შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც კოლეგა, თანადგომას ვუცხადებ
"რა თქმა უნდა, ციხეში ადამიანის წასვლას არასდროს არ მივესალმები და არასდროს არ გავამართლებ, რადგან ასეთი არასასიამოვნო ფაქტია და ჩემთვის მიუღებელია. თუნდაც ასაკიდან გამომდინარე, თუნდაც ამ ადამიანის წინა დამსახურებიდან გამომდინარე. ნუ გააჩნია, დანაშაულის სიმძიმის ალბათ, მე არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ გვქონდა გარკვეულ პერიოდში შეხება და ვისმენდით მის კომენტარებს აბსოლუტურად უსაფუძვლოს ჩვენს მიმართ. მაგრამ, მე სხვებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა ამ გზას არ დავადგები და მე, როგორც ადამიანი პირველ რიგში და შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც კოლეგა, თანადგომას ვუცხადებ" | ამბობს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "მთავართან", გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე.
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.