: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა

მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო „რუსულ ინსტიტუციად“ მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უკანასკნელმა დღეებმა მთელ მსოფლიოს დაანახა- ერს რომელსაც ასეთი ერთსულოვნება შეუძლია, წარმოუდგენელია მისი დაშინება, მოსყიდვა და შანტაჟი.
„ათწლეულების განმავლობაში, უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული ათასი რჯულის სექტანტი, ფსევდო-ლიბერალი და პოლიტიკური ავანტიურისტი მიზანმიმართულად უტევდა ჩვენს იდენტობას. მათი მთავარი სამიზნე იყო და არის მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქის უპირობო ავტორიტეტი. რატომ? იმიტომ, რომ მათ კარგად იციან: სანამ ქართველი კაცი სულიერ ფასეულობებზე დგას, მას ვერცერთი „ენჯეო“ ვერ მართავს და ვერცერთი გარე ძალა ვერ აქცევს თავის მარიონეტად.
მილიონობით დოლარი დაიხარჯა იმაში, რომ საპატრიარქო „რუსულ ინსტიტუციად“ მოენათლათ, რომ პატრიარქი დაეკნინებინათ, რომ ახალგაზრდებისთვის რწმენა და ტრადიცია ჩამორჩენილობად ეჩვენებინათ. და რა მიიღეს შედეგად? მიიღეს ის, რომ პატრიარქის გარშემო გაერთიანდა მთელი საქართველო – დიდი თუ პატარა, მორწმუნე თუ ურწმუნო. ამ ერთობამ აჩვენა, რომ აგენტოკრატიის მიერ დახარჯული კოლოსალური რესურსი უბრალოდ წყალში გადაიყარა!
ქართველმა ხალხმა საკუთარი ნებით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, განაჩენი გამოუტანა მათ მრავალწლიან შავ პიარს.
აქ ხშირად ლაპარაკობენ „ევროპულ არჩევანზე“. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: საქართველო არ არის და არასდროს იქნება რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო! ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ის ციხე-გოდოლი, საიდანაც თავად ევროპა იშვა. დღეს კი, როცა ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს ნამდვილი ქრისტიანობა „ლიბერალური ფაშიზმით“ ჩაანაცვლოს, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით იმ ღირებულებების დამცველები, რაზეც ოდესღაც თავად ევროპა იდგა.
უკანასკნელმა დღეებმა მთელ მსოფლიოს დაანახა – ერს რომელსაც ასეთი ერთსულოვნება შეუძლია, წარმოუდგენელია მისი დაშინება, მოსყიდვა და შანტაჟი.“ – განაცხადა ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში