„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო. ქადაგიძე წერს, რომ ევრობიუროკრატიული მანქანა ასე მუშაობს – ჯერ განაჩენი იწერება, ხოლო შემდგომ ხდება ფაქტების მასზე მორგება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მათთვის დოკუმენტი წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება:
„მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ანგარიშის ავტორის განცხადება ცხადყოფს, რომ ევრობიუროკრატებისთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს.
„ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაციის მწვერვალი. ასე მუშაობს ევრობიუროკრატიული მანქანა – ჯერ იწერება განაჩენი, ხოლო შემდეგ ხდება ფაქტების ამ განაჩენზე მორგება.
როდესაც ანგარიშის ავტორი საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა, ხალხის ნება და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს.
მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია