არქივი11 ნოემბერი, 2025, 14:18
ზურაბ ქადაგიძე: მადლობა მინდა ვუთხრა "ხალხის ძალის", ჩემი გუნდის წევრებს... ჩვენ გვერგო სუვერენული სახელმწიფოს გზაზე ყინულმჭრელის პოზიცია

"აუცილებლად მადლობა მინდა ვუთხრა "ხალხის ძალის", ჩემი გუნდის წევრებს, მათთან ერთად წლებია მოვდივარ და მინდა საზოგადოებასაც შევახსენო - ჩვენ გვერგო ძალიან სერიოზული ფუნქცია, რასაც ჰქვია სუვერენული სახელმწიფოს გზაზე ყინულმჭრელის პოზიცია და მე ამაყად ვატარებ ამ გუნდის წევრობის სტატუსს" - თქვა "ხალხის ძალის" წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.