ზურაბ ქადაგიძე ზვიად ძიძიგურს პასუხობს

850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ – ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი,-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა ადამიანმა მისცა. ქადაგიძის თქმით, 1 120 000 ხმა ბევრად მეტია და როგორ ბედავს ოპოზიცია, რომ უმრავლესობის ნება უგულებელყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით, არჩევანი წაართვას უმრავლესობას.
„850000 ადამიანმა ხმა მისცაო… ანუ – ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგაზე ვთანხმდებით, თუმცა 1 120 000 ბევრად მეტია და როგორ ბედავთ, რომ უმრავლესობის ნებას უგულებელყოფთ, შეურაცხყოფას აყენებთ და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით ცდილობთ, არჩევანი წაართვათ უმრავლესობას?! კიდევ ერთი – თუ კი აღიარებთ, რა სპექტაკლები დადგით, რატომ გადააწვევინეთ თბილისი, თქვენს ექსტრემისტ ახალგაზრდებს და ზოგადად რას ითხოვთ, თქვენ თვითონ თუ იცით?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია