ზურაბ ქადაგიძე: დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი სრული ბოდვაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, უილსონს ვინ „უფხაჭუნებს”, ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს?

ზურაბ ქადაგიძე: დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი სრული ბოდვაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, უილსონს ვინ „უფხაჭუნებს”, ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს?
„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის კონკრეტული ბიუროკრატების, განსაკუთრებით კი, ჯო უილსონის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, რომც დავუშვათ, უილსონის განცხადებები საქართველოს კურსის ცვლილების შესახებ სიმართლეა, აშშ-ს არავინ ეკითხება, რა გზას დაადგება საქართველო და რა გზას აირჩევს ქართველი ხალხი. იგი ბაიდენის ადმინისტრაციას “ფაშისტების ბუდეს” უწოდებს.
„მოდით ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას იწყებს, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით – და მერე ვინ ეკითხება აშშ – ს, რა გზას დაადგება საქართველო?
ცხადია, ეს ყველაფერი არის სრული ბოდვა, მაგრამ ასეც რომ იყოს – ჯო ვილსონს ვინ უფხაჭუნებს, ქართველი ხალხი რა გზას აირჩევს? ბაიდენის ადმინისტრაცია არის ფაშისტების ბუდე!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია