ზურაბ ფარჯიანი: ყველაფერი შეგერგოთ, რასაც დიდი ჩამჩით სჭამთ. ქვეყანამ რა დააშავა თორემ

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
“ქართული ოცნების” უბრალო, “რიგით” მხარდამჭერებს მინდა ვკითხო.
ა-ს რომ ჩაგძახებენ და რომ გგონიათ ეს “ა” აუცილებლად უნდა გაიმეოროთ და ამოსძახოთ.
ახლა რას ფიქრობთ “გამჭვირვალობის კანონზე”? არასამთავრობოები გპარავდნენ მილიონობით ფულს თუ ამერიკა-ევროპა?
რომ იცოდეთ, ღარიბაშვილის დასაჭერად ეგ კანონი ზედმეტი იყო. არსებული კანონებითაც დაიჭერდნენ.
ასევე ზედმეტი იყო ახლა რაც მიდის ის გამოძიებაც. უამრავი ჟურნალისტური გამოძიება იყო და ცხვირწინ გედოთ ყველაფერი.
ან “მეორე ფრონტზე” რას ფიქრობთ?
ვინ ნორმალური მოთხოვდა “მეორე ფრონტის” გახსნას მთავრობას, რომლის პრემიერიც, თავდაცვის მინისტრიც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც კორუფციაში იყვნენ ყელამდე ჩაფლული?
ბოლო-ბოლო კი არ მოითხოვდნენ, ფულს “გაუმაზავდნენ”.
ყველაფერი შეგერგოთ, რასაც დიდი ჩამჩით სჭამთ.
ქვეყანამ რა დააშავა თორემ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს