ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ფარჯიანი: ყველამ იცის, რომ ეს "კანონი" მხოლოდ იმათ შეეხება, ვინც ხმას ამოიღებს. გაჩუმდი და არავინ შეგეხება

ზურაბ ფარჯიანი: ყველამ იცის, რომ ეს "კანონი" მხოლოდ იმათ შეეხება, ვინც ხმას ამოიღებს. გაჩუმდი და არავინ შეგეხება
 ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
"ყველას შეგეხებათ ეს კანონი" - არის ტყუილი.
ყველამ იცის, რომ ეს "კანონი" მხოლოდ იმათ შეეხება, ვინც ხმას ამოიღებს.
გაჩუმდი და არავინ შეგეხება.
მაგრამ აი რა შეგეხება - ყველას შეიძლება შეგეხოთ უსამართლობა.
და ხმის ამომღები არ გეყოლებათ ირგვლივ, თუ ოდესმე დაგჭირდათ. და რა გარანტია, რომ არასოდეს დაგჭირდებათ "ნორმალური სასამართლო", თავისუფალი მედია, ხმის ამომღები ადამიანი?! და ასე შემდეგ?!
აგერ, ჯუანშერს დაჭირდა.
მოკლედ, ოდესმე თუ სახელმწიფომ, სუს-ის უფროსმა, გამგებელმა, ფულიანმა ბიძამ ან ვიღაც გავლენიანი მამიკოს ლაწირაკმა შვილმა დაგჩაგრათ - ვერაფერს იზამთ. კაციშვილს ვერ მონახავთ, გვერდში დაგიდგეთ.
ესაა და ეს.
"აქეთა" მხარეც რა თავს ვიკლავთ, "არა შეჯდა მწყერი ხესა" Parteigenossen
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.