არქივი3 აგვისტო, 2026, 18:33
ზურაბ ფარჯიანი: კითხვა ბევრია, საბოლოოდ კი მხოლოდ ერთი კითხვა მრჩება: რა გინდათ, თქვენ მაინც იცით?!

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
აი ძალიან მაინტერესებს, რას ჩაწერენ "იდენტობის" ნაწილში.
აი არის თუ არა სვანობა, მეგრელობა, კახელობა, იმერლობა, ქართლელობა, გურულობა, კოლხობა და ა.შ. იდენტობის ნაწილი;
შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ანეგდოტები სვანებზე, ძუკუსა ან მიხაზე "იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევად"?
რომელ ტრადიციებს იცავთ და როგორ განსაზღვრავთ რომელი ტრადიცია არის დასაცავი და რომელი არა, რაც მთავარია ვინ განსაზღვრავს - ბატონი მიხეილ ყაველაშვილი? თავისი სწორუპოვარი და შეუდარებელი ინტელექტითა და ერუდიციით?!
სწორფრობას დაიცავთ თუ სერგი მაკალათიას გადაასვენებთ დიდუბის პანთეონიდან?
რას უშვრებით არმაზს, გაცსა და გაიმს? ზადენს?
ან აი მაგალითად - არის თუ არა ხინკლის ჩანგლით ჭამა "იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა"?
არის თუ არა ჩვენი იდენტობის ნაწილი ღორის ხორცის ჭამა? კი თუ არა?
თუ კი - მომდევნო კითხვა: თუშეთშიც?
და თუ არა, მაშინ სვანური "ზისხორა" ყოფილა "იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა".
კითხვა ბევრია, საბოლოოდ კი მხოლოდ ერთი კითხვა მრჩება:
რა გინდათ, თქვენ მაინც იცით?!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.