ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ პატარაძე პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტზე: ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებაში

ზურაბ პატარაძე პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტზე: ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებაში
„დღეს[24 ნოემბერს] იწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები“, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებას უშუალოდ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ილჰამ ალიევის მოპატიჟებით ესწრება.

„ვიზიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრისას განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნი არის მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით, ასევე, რა თქმა უნდა, ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება. ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული ორმხრივი შეხვედრების დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებაში”, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.