ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს

ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერს ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ პროკურატურამ დღეს, 3 აპრილს განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა:
"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა", - აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს ბრალდებულებისთვის პროკურატურა.
წარდგენილი ბრალის მიხედვით, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.