არქივი17 სექტემბერი, 2025, 14:38
ზურაბ ზვიადაური დააკავეს

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ზურაბ ზვიადაური იყო 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. იგი არის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში. ის 2021 წელს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.