ზურაბ ვარდიაშვილი: ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ დიდი ფეხბურთელი არ ხარ, დიდი კაცი ხარ! მადლობა ყველაზე ლამაზი გოლისთვის, რაც აქამდე გაგიტანია და კი, გვახსოვს სადაც მივდივართ

გამოცემა “პუბლიკას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:
ეს ქარდი შუქნიშანზე გადასქროლვისას ამომიგდო. ცრემლებმა თვალები ისე ამივსო, მალევე მივხვდი, რომ გზას უსაფრთხოდ ვეღარ გავაგრძელებდი. მანქანა გავაჩერე. ვიდეოც ვნახე და აი მანდ ბოლომდე ამომიჯდა გული. იმედია, არავის დავუნახივარ.
რაო აბა, პროპაგანდონებო – ესეც “ბავშვების დიაგნოზით სპეკულირება და მათი შიშებისა და დაბნეულობის გამოყენებაა?”
ან იქნებ – „უკიდურესი უპასუხისმგებლობა, მშობლების დაცინვა და პაციენტებზე ფსიქოლოგიური ტერორია”?
რას იტყვით, ხვიჩაც “ყველანაირი მორალური წინააღმდეგობის გარეშე სხვისი ტკივილით, ქულების მოპოვებას ხომ არ ცდილობს”?
თქვე არაადამიანებო, თქვე მხეცებო, თქვე საზიზღრებო.
აქვე ამ ამბავში არ უნდა დაგვავიწყდეს გელა მთივლიშვილი-ის როლი, სწორედ მან ჩაიწერა ანდრიას ოცნება, რომელიც ახლა კაპიტანმა აუხდინა.
Khvicha Kvaratskhelia მხოლოდ დიდი ფეხბურთელი არ ხარ, დიდი კაცი ხარ! მადლობა ყველაზე ლამაზი გოლისთვის, რაც აქამდე გაგიტანია და კი, გვახსოვს სადაც მივდივართ ❤ ❤ ❤