: “ქვეყანას ღუპავს ქართველის ქართველთან დაპირისპირებაო” – წავიკითხე ერთი ახალგაზრდის გულუბრყვილო დასკვნა ემოციური ტირადის ბოლოს და ჩავფიქრდი

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
“ქვეყანას ღუპავს ქართველის ქართველთან დაპირისპირებაო” – წავიკითხე ერთი ახალგაზრდის გულუბრყვილო დასკვნა ემოციური ტირადის ბოლოს და ჩავფიქრდი.
ეს თეზა რამდენადაც მცდარია, იმდენად მავნე, რადგან ზედაპირული გულუბრყვილობის მიღმა ღირებულებათა აჯაფსანდალია შეფარული.
ბოროტება და სიკეთე, ნათელი და ბნელი ის კატეგორიებია, რომლებსაც ეროვნება არ გააჩნია და ქვეყანას ღუპავს არა ის, რომ ერთიდაიგივე ეროვნების ხალხი უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ ბოროტების მძლავრობა სიკეთეზე და სიბნელის დომინირება სინათლეზე.
ამასთან, გასაცნობიერებელია ისიც, რომ ბოროტება და სიკეთე, ნათელი და ბნელი აბსოლუტური კი არა, ფარდობითი კატეგორიებია და ნებისმიერი მოძღვრება, რომელიც ამ კატეგორიების აბსოლუტურობას ქადაგებს, არაბუნებრივია და შესაბამისად მავნე. სწორედ ამ კატეგორიების აბსოლუტიზმის ქადაგების საფარქვეშ ხდებოდა და ხდება კაცობრიობის ყველა უდიდესი ბოროტება, ღმერთისა თუ კაცის სახელით. არ არსებობს აბსოლუტურად ბოროტი ან კეთილი, ისევე როგორც აბსოლუტურად ნათელი ან ბნელი.
ადამიანი ერთი უჯრედია ერის სხეულის და როგორც ადამიანში გამუდმებით ებრძვის ერთმანეთს ბოროტი და კეთილი, ნათელი და ბნელი, ასეა ერშიც. რომელიც იმძლავრებს, იმ მიმართულებით ივლის კაციცა და ქვეყანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს