: მსოფლიო ნავთობის ერთერთი უდიდესი “ონკანი” ამერიკის კონტროლის ქვეშაა. რა შეუძლია ამ “ონკანს” ვიხილავთ თანდათან, რუსეთის ბიუჯეტზე დაკვირვებით

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
ლოგიკური თანამიმდევრულობით განვითარდა მოვლენები ვენესუელასთან დაკავშირებით.
ამერიკის კონგრესი პრეზიდენტ ტრამპს ომის გამოცხადების უფლებას რომ არ მისცემდა, მარტივი გასათვლელი იყო, ამიტომ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად სრულიად განსხვავებული სამართლებრივი მიდგომა აირჩიეს. კერძოდ, ვენესუელა გამოცხადდა ნარკო-სინდიკატის ერთერთ ბურჯად. ამაში ამერიკელებს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მაჩადო დაეხმარა, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა მადურო ნარკო-კარტელის მმართველად. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. გლობალური ნარკო-ტრაფიკის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეც- ოპერაციას კონგრესის ნებართვა არ სჭირდება; ამის გაკეთება აღმასრულებელ ხელისუფლებას უპრობლემოდ შეუძლია.
მიუხედავად დემოკრატი კონგრესმენების აღშფოთებებისა, ვენესუელიდან წამოსული ნარკორეალიზატორების კატერების განადგურების გამო, სპეც-ოპერაციის მოსამზადებელი ფაზა წარმატებით დასრულდა. ამ პროცესში გამოვლინდა არაერთი მოყოყმანე და არასანდო მაღალი რანგის სამხედრო პირიც, რომლებმაც ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადეს სხვადასხვა პოლიტიკური და იურიდიული მოტივაციით. საბოლოოდ ჩამოყალიბდა სპეც-ოპერაციის შემსრულებელთა ძალიან სანდო და ერთგული ბირთვი, რომლებმაც ბრწყინვალედ ჩაატარეს ოპერაციის დამაგვირგვინებელი ფაზა.
მსოფლიო ნავთობის ერთერთი უდიდესი “ონკანი” ამერიკის კონტროლის ქვეშაა. რა შეუძლია ამ “ონკანს” ვიხილავთ თანდათან, რუსეთის ბიუჯეტზე დაკვირვებით.
“ილაპარაკე ტკბილად და ატარე დიდი ჯოხი” – პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის დოქტრინა ისევ მოქმედებაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს