: დასაცინი ციხიდან თავდახსნილი, მაცივარ- და ტელევიზორ-ამოიღლიავებული პატარა ბიჭები კი არ არიან, ჩვენ ვართ, იმპოტენტი და ფარისეველი სოციუმი, რომელსაც…

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :

კარგია რომ არ იციან იმ ახალგაზრდებმა ციხეში როგორი წესებია; ნეტავ საერთოდ არავინ იცოდეს ციხეში ქცევის წესები. ნეტავ არც “ქუჩის აკადემია” არსებობდეს და არც მაგ დაწყევლილი აკადემიის აკადემიკოსები.
ნეტავ ციხეშიც მხოლოდ ისინი ისხდნენ, ვინც უნდა ისხდნენ და ისინიც ისეთ პირობებში ისხდნენ, რომ კიდევ უფრო კი არ გაბოროტდნენ, არამედ მშვიდად ფიქრის საშუალება ჰქონდეთ.
ნეტავ ისეთი საზოგადოება გვქონდეს, რომ მხოლოდ სოციუმიდან ფიზიკური იზოლაცია იყოს ყველაზე დიდი და სასტიკი სასჯელი.
ნეტავ… ნეტავ …
კარგია რომ საპროცესო გააფორმეს იმ ახალგაზრდებმა და ციხიდან გამოვიდნენ. იმ საზოგადოებაში, რომელსაც ის ვერ გადაუწყვეტია, წინასწარ დაგეგმილ “არჩევნებში” მონაწილეობა მიიღოს თუ არა, პრინციპულობა უაზრობა ხდება ისედაც, რადგან კაცისა და არაკაცის გასარჩევი ზღვარი წაშლილია.
დასაცინი ციხიდან თავდახსნილი, მაცივარ- და ტელევიზორ-ამოიღლიავებული პატარა ბიჭები კი არ არიან, ჩვენ ვართ, იმპოტენტი და ფარისეველი სოციუმი, რომელსაც მათი დაცვა არ შეუძლია უსამართლო სასჯელისაგან, მაგრამ სამაგიეროდ მათი მორალური გასამართლება შეუძლია ციხის წესებით.
ისე კი, რატომ იცის ყველამ ასე კარგად ციხის წესები? უნდა იცოდნენ?

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს