: ამიტომ ამბობდა თავის დროზე ცხონებული ზვიადი…

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
ისტორიას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ რომ პრაქტიკულად ყველა ერში ებრძოდა ერთმანეთს ნათელი და ბნელი, ცივილიზაცია და ანტი-ცივილიზაცია. ებრძოდა იმიტომ, რომ ნათელი და ბნელი ვერასოდეს შეთანხმდება და ვერ დადგება ერთ პლატფორმაზე. ეს ორი სხვადასხვა სამყაროა; ღირებულებათა სრულიად განსხვავებული ორი სისტემა. იმ ქვეყნებში, სადაც ერის ნათელმა ბნელს ფიზიკურად აჯობა, ცივილიზაცია დაფუძნდა.
საქართველოში, ყველა მსგავს კრიტიკულ მომენტში, ანტი-ცივილიზაციის მომხრეებმა იმარჯვეს, ამიტომ ლოგიკურად მოვედით დღევანდელობამდე.
გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ საქართველოში მოხდება სასწაული და ნათელი და ბნელი გაერთიანდება, ერთ პლატფორმაზე დადგება. ლოგიკურად შეუძლებელია ამის დაშვებაც კი. ამიტომ ამბობდა თავის დროზე ცხონებული ზვიადი, არ შეიძლება სამოქალაქო ომის დაწყებაო. არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ თუ ბნელი გაიმარჯვებდა, მერე ქვეყანა არასწორი გზით წავიდოდა. ასეც მოხდა.
ახლა კიდევ ერთი აქსიომა უნდა გავიაზროთ, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავვარდეთ. საქართველოს არა აქვს საკუთარ ანტი-ცივილიზაციაზე გამარჯვების ლოგიკური რესურსი, არც ფიზიკური, არც ინტელექტუალური. შესაბამისად, მკვეთრი, რევოლუციური ცვლილება ვერ მოხდება.
საბედნიეროდ, საერთაშორისო კონტექსტია ისეთი, რომ ლოგიკურად ცივილიზაციამ უნდა გაიმარჯვოს. ქართული ანტი-ცივილიზაცია უიმედოა ამიტომ და თვითგანადგურების რეჟიმშია. ნათელმა სპექტრმა საკუთარი პროტესტი ღადარში მინავლული ნაკვერჩხალივით უნდა შეინახოს თავსხმა წვიმაში და როცა ლოგიკური საერთაშორისო კონტექსტი შეიქმნება, კოცონი გააღვივოს.
როგორც ციმბირის გულაგებიდან გაქცეული პატიმრები ერთმანეთს ჭამდნენ საგზლად, ასე იყენებდნენ ქართველები ერთმანეთის სულსა და ხორცს საუკუნეების ქარტეხილების გასავლელად და ასე, ერთმანეთის ჭამით მოვაღწიეთ დღევანდლამდე. ბოროტი საგზალია ეს და როგორმე თავის გატანის და გადარჩენის სხვა გზა უნდა ვიპოვოთ, რადგან მოყვასის შეჭმას არგადარჩენა სჯობს.
ნუ შევჭამთ ერთმანეთს ამიტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა