ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკოსის უფლებადამცველებმა გუშინ შეიტყვეს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 23 ივლისს, თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგივე ბრალდებით ციხეში ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი ზიან.
ასევე ციხეში ისხდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ისინი გუშინ, “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.