“არ ვიცი რამ გამახსენა დილიდან რაჟდენ კუპრაშვილი, მაგრამ:
ე.წ. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად ის დაინიშნა 2023 წლის თებერვალში და ამ თანამდებობაზე იყო 2026 წლის მარტამდე
რა ხდებოდა ამ პერიოდში რეჟიმისავე მტკიცებით:
1. პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი – მსჯავრდებულია ფულის გათეთრების საქმეზე, მისჯილი აქვს 5 წელი + ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში
2. თავდაცვის მინისტრი იყო ჯუანშერ ბურჭულაძე – ასევე მსჯავრდებულია ქრთამის აღებაში, მგონი 10 წელი აქვს მისჯილი
3. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო გიორგი ხაინდარავა – ასევე მსჯავდებულია ქრთამის ამბებში, 8 წელი აქვს მისჯილი
4. თავდაცვაში შესყიდვების უფროსი იყო ვლადიმერ ღუდუშაური – ასევე მსჯავრდებულია, საპროცესო გააფორმა და 4 წელი პირობითი მისცეს
5. სუს-ს ხელმძღვანელობდა გრიგოლ ლილუაშვილი – ბრალდებულია და წინასწარ პატიმრობაშია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი
6. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეა რომეო მიქაუტაძე – ბრალდებულია, ფულის გათეთრება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ლილუაშვილის ქრთამის გადაცემის შუამდგომლობა
7. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა კობა გაბუნია – თითქმის 10 მილიონი ლარის მითვისების საქმე, ბრალდებულია
8. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო დავით ტაბიძე – ბრალდებულია, საბავშვო ბაღებს რომ ფული მოპარეს მაგ საქმეში
9. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო ლევან კუპატაშვილი – ბრალდებულია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე
10. სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი იყო თორნიკე კაპანაძე – ბრალდებულია, ქრთამის აღებაზე
ეს მსხვილები რაც მოვიძიე
ამ დროს, დროის ზუსტად ამ პერიოდში, რაჟდენი მე მწერდა წერილებს და რომელიმე გირჩელი ბათუმიდან პოსტს რომ დადებდა, მეკითხებოდა რა ფულით არის ბათუმში წასულიო (იგივეს აკეთებდა სხვა პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში)
+ 2023 წლიდან სასამართლოს ნებართვით ყველა ჩემს საბანკო ანგარიშზე მიიღო წვდომა და არკვევდა სად ვყიდულობდი ტუალეტის ქაღალდს და სად პრეზერვატივს (აქაც მეეჭვება მარტო ჩემით ყოფილიყო დაინტერესებული)
რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო
სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო
ამავე დროს იმოგზაურა გერმანიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, იტალიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, კატარში – და ამ ვიზიტებზე კაცმა არ იცის რამდენი დაიხარჯა
ჰოდა სადაა ეს კაცი? რამე ხომ არ უჭირს?“ – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.




