პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა

"ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს და გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმიანება, რომლის ბრალშიც პროკურატურამ ბაგა-ბაღების ტენდერებიდან ქრთამის სახით აღებულ ფულზე მიუთითა.

ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" თავდაპირველად რამდენიმე პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ბაგა-ბაღების ასაშენებელი ფულის მოპარვა ედებათ. ახლა კი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს აშენებული ბაგა-ბაღების დაფინანსებიდან "ატკატების" აღებისთვის.

ჯერ ვიღაცები დაიჭირეს, ბაგა-ბაღების ასაშენებელი ფული მოიპარესო.

ახლა ლილუაშვილი დაიჭირეს, აშენებული ბაგა-ბაღების დაფინანსებიდან ატკატებს იღებდაო.

ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა," - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.