ზურაბ ბატიაშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, პირველი რაც გააკეთა, ესტონური წიგნების განადგურება იყო, რადგან…

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
როდესაც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, პირველი რაც გააკეთა, ესტონური წიგნების განადგურება იყო, რადგან იმპერიამ საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცოდა, რომ გაუნათლებელი ხალხის დამონება ადვილია.
ამის მიუხედავად, ესტონელებს არასოდეს უთქვამთ უარი განათლებასა და თავისუფლებაზე.
მათ იარაღითაც იბრძოლეს. ბოლო ესტონელი “ტყის ძმა” (პარტიზანი) საბჭოელებმა 1978 წელს მოკლეს.
თუმცა, მოგვიანებით საბჭოთა კავშირში შემავალმა პატარა რესპუბლიკამ მშვიდობიანი გზით, მაგრამ პრინციპულად დაიწყო ბრძოლა და მოიპოვა კიდეც კუთვნილი თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლის ეს ეტაპი უმსხვერპლო იყო. ამიტომ იგი ისტორიაში “სიმღერის რევოლუციის” სახელითაც შევიდა.
ესტონეთი დღესაც ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და დაწინაურებულ ქვეყნად ითვლება. მისი მოქალაქეები თვლიან, რომ “ესტონელობა” რაიმე ნივთი არაა, რომლის წართმევაც შეიძლება. ამიტომ დამსახურებულად არიან ნატოშიც და ევროკავშირშიც.
დღეს ამ მაგარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 🇪🇪🇪🇪🇪🇪

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს