ზურაბ ბატიაშვილი – პერსპექტივა, რომ ისრაელ-ირანის ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს, ძალზედ რეალურია – თუ ეს მოხდა, კიდევ უფრო მოიმატებს ესკალაცია და კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდება ყველაფერი, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ხდება

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომის საფრთხეები უამრავია, რადგან ახლო აღმოსავლეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია – ირანში ხელისუფლების შეცვლა იდეალური იქნებოდა ისრაელისთვის, თუმცა ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ მომენტისთვის. რეალურია, რომ პროცესში ჩაერთოს შეერთებული შტატები, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე „პასუხისმგებლობა ყველასია, თუმცა მასზე რეალურად გავლენის მოხდენა ძალიან ძნელია“.
„საფრთხეები უამრავია, რადგან თვითონ რეგიონი – ახლო აღმოსავლეთი, ფეთქებადსაშიშია. რეალურად, ახლა დაიწყო ომი ისრაელსა და ირანს შორის. ისრაელის მიზანი, პროგრამა მინიმუმი შეიძლება ითქვას, არის ის რომ, გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა და ინფრასტრუქტურა. ეს ჯერჯერობით, მიღწეული არ არის. ამავე დროს, ირანში ხელისუფლების შეცვლა იქნებოდა იდეალური ისრაელისთვის, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის ამ მომენტისთვის. ძალზედ რეალურია იმის პერსპექტივა, რომ შესაძლოა, მასში უკვე ჩაერთოს შეერთებული შტატები. უახლოეს ხანში გადაწყდება ეს ამბავი. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ კიდევ უფრო მოიმატებს ესკალაცია და კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდება ყველაფერი, რაც ხდება რეგიონში.
ჩვენ არ ვიცით, რა გაგრძელება ექნება და რა მოხდება კონკრეტულად, იმავე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. კი, პასუხისმგებლობა ყველასია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ახლა ძალიან ძნელია პროცესებზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, ავიღოთ ის, რომ ჩვენ გვახსოვს ყველას, გაიმართა თითქმის, ორთვიანი მოლაპარაკებები ირანსა და -ს შორის, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად შედეგი არ მოჰყოლია. დროში გაწელილი პროცესი იყო ისე, რომ არ ჩანდა რეალური პერსპექტივა, თუ სად დასრულდებოდა ეს პროცესი და იქნებოდა თუ არა წარმატებული“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს